ძალოსანთა U17 ნაკრებმა პერუს მსოფლიო ჩემპიონატზე პირველი ადგილი დაიკავა
6 თვის წინ
სხვა
1 წთ
ძალოსანთა U17 ნაკრებმა პერუს მსოფლიო ჩემპიონატზე გუნდური პირველი ადგილი დაიკავა. ირაკლი ვეკუამ მსოფლიო ჩემპიონობა 3 ოქროს მედლით იზეიმა. გივი დარსაველიძემ ატაცში ბრინჯაოს მედლით მსოფლიო პრიზიორის ტიტული მოიპოვა. ლუკა სილაგაძემ ატაცსა და აკვრაში ბრინჯაოს მედლების მოპოვება შეძლო, ხოლო ორჭიდის ჯამში ვერცხლის მედლის მფლობელი და მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონი გახდა.
14 წლის ჯაბა ტყეშელაშვილმა 17 წლამდელების შეჯიბრზე მედლის მოპოვება შეძლო. ძალოსანმა ატაცში ვერცხლის მედალი დაისაკუთრა და საქართველოს რეკორდის დამყარებაც შეძლო.
შეგახსენებთ, ჭაბუკ ძალოსანთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი ზურაბ ანთაურია, ხოლო ნაკრების მწვრთნელი ბეჟან ჭიჭინაძე