Belive

"დვალიშვილს ცხვირს გავუსწორებ" - ო'მალი ბრძოლისთვის მზადაა

2 თვის წინ სხვა
1 წთ

სუპერმსუბუქი წონითი კატეგორიის ჩემპიონი შონ ო'მალი ადასტურებს, რომ მერაბ დვალიშვილს დაუპირისპირდება. ო'მალის მტკიცებით, ჩიტო ვერას დამარცხების შემდეგ, მერაბ დვალიშვილის დამარცხებას შეეცდება.

ილიასთან დაპირისპირება მსურდა. ძალიან მინდოდა ეს ბრძოლა. თოფურიასთან შესაძლო ბრძოლით აღფრთოვანებული ვიყავი და ვთვლიდი, რომ ფანებსაც იგივე რეაქცია ექნებოდათ, მაგრამ მათგან საპირისპირო გამოხმაურება მივიღე. ფანები მერაბთან ბრძოლას ითხოვენ, ამიტომ შემდეგი მეტოქე მერაბი იქნება.

გპირდებით, მერაბს დავანოკაუტებ. ძალიან სწრაფი და ბასრი ვარ - გპირდებით, მერაბს ალჯოზე უარეს მდგომარეობაში ჩავაგდებ. მერაბის სინათლეს ჩავაქრობ და მის ცხვირს გავასწორებ. - შონ ო'მალი.

სხვა სტატიები