დვალიშვილი საერთო რეიტინგში დაქვეითდა
3 საათის წინ
სხვა
1 წთ
რეიტინგების განახლების შემდეგ, მერაბ დვალიშვილმა P4P-ში ერთი პოზიცია დაკარგა. ახლა მეშვიდეს ნაცვლად "მანქანა" მერვე ადგილზეა. უცნაურია, რომ ქართველის პოზიცია ტომ ასპინალმა დაიკავა, რომელსაც თვალის ტრავმის გამო ოქტომბრის შემდეგ არ უჩხუბია.
🚨 UPDATE: Charles Oliveira re-enters official UFC pound-for-pound rankings at No. 12
— Home of Fight (@Home_of_Fight) March 10, 2026
❌ Arman Tsarukyan is removed from the rankings (he was No.15 previously)
Max Holloway moves down five spots to No.15 pic.twitter.com/sgzD3TZGfd
აღსანიშნავია, რომ საერთო რეიტინგში დაბრუნდა ჩარლზ ოლივეირა, რომელიც BMF-ის ქამარს ფლობს. ეს ტიტული მან მაქს ჰოლოუეის წაართვა, რომელიც თავის მხრივ 5 პოზიციით დაქვეითდა. სხვათაშორის P4P-ში ადგილი დაკარგა არმან ცარუკიანმაც.