Belive

დოლიძის თქმით ბრანსონი ბრძოლას ჩაეხსნა

7 თვის წინ სხვა
1 წთ

რომან დოლიძემ საკუთარი სოციალური ქსელის საშუალებით გამოაქვეყნა ინფორმაცია, რომ დერეკ ბრანსონი მასთან ბრძოლას ჩაეხსნა. ქართველმა მებრძოლმა ახალი მეტოქეც მაშინვე გამოიწვია. რომანმა, ჩხუბი რობერტ უიტეკერს და ჯარედ კანონიერს შესთავაზა.

ბრანსონი ბრძოლას ჩაეხსნა. გავიგე, რომ უიტეკერს წლის ბოლომდე ბრძოლა სურს. ნოემბერში ან დეკემბერში ვიბრძოლოთ. ან კანონიერს შევებრძოლები. - წერს რომანი საკუთარი Twitter-ის გვერდზე

რომან დოლიძისა და დერეკ ბრანსონის დაპირისპირება 11 ნოემბერს, ნიუ იორკში, “მედისონ სქვერ გარდენში”, UFC 295-ზე უნდა შემდგარიყო. იმავე საღამოს შედგება ლეგენდარული ჯონ ჯონსისა და სტიპე მიოჩიჩის დაპირისპირებაც. 

სხვა სტატიები