დიეგო ლოპესმა მომავალი მეტოქის შესახებ ისაუბრა
1 თვის წინ
სხვა
1 წთ
როგორც მოგეხსენებათ, ილია თოფურიასა და მაქს ჰოლოუეის ბრძოლის დამზღვევი დიეგო ლოპესი იყო. სამხრეთ ამერიკელი ქვემსუბუქ წონაში სერიოზულ ძალას წარმოადგენს და ჩემპიონობის ერთ-ერთ კანდიდატად განიხილება. მიუხედავად ამისა, ბევრი თვლის რომ ლოპესს ილიასთან ბრძოლა არ ეკუთვნის და ჯერ ვოლკანოვსკის უნდა შეხვდეს.
'ვოლკმა' საკუთარ YouTube არხზე საუბრისას განაცხადა, რომ ლოპესთან ბრძოლის შეთავაზება არ ჰქონია. გარდა ამისა, ალექსმა ისიც აღნიშნა, რომ მისი მომავალი ბრძოლა ქამარზე იქნება. ეს ყველაფერი შემდეგს ნიშნავს - ილიასა და ვოლკანოვსკის ჩხუბს კიდევ ერთხელ ვიხილავთ.
ჩემი აზრით, მშვენიერი შესაძლებლობა იქნება თუ ვოლკთან ჩავფრინდები და სახლში შევებრძოლები. ამ ბიჭმა ისტორია დაწერა. მასთან ბრძოლა ძალიან მინდა. ამ მომენტში ვოლკანოვსკის სახელის გარდა არავიზე ვფიქრობ. ჩემი და ჩემი გუნდის გონება მხოლოდ ამაზე არის კონცენტრირებული. თუ ტიტულისთვის ბრძოლა გვინდა ეს ჩხუბი უნდა ჩაინიშნოს. სატიტულო გზაზე მასზე უკეთესს ვის უნდა შევხვდე. - განაცხადა დიეგო ლოპესმა
ბრაზილიელი მებრძოლი UFC ქვემსუბუქი წონის რეიტინგში მე-3 პოზიციას იკავებს. შეგახსენებთ, რომ ბოლოს დიეგო ლოპესმა UFC Noche-ზე ბრაიან ორტეგა ძალიან დამაჯერებლად დაამარცხა.