დიეგო ლოპესი: "მაქს ჰოლოუეი ილია თოფურიასთან ფავორიტია"
UFC 300-ზე დიეგო ლოპესმა ყველაზე პრესტიჟულ ორგანიზაციაში მესამე გამარჯვება მოიპოვა. ბრაზილიელი UFC-ში თავიდანვე ხმაურიანად შემოვიდა და გულშემატკივრის სიმპათიაც დაიმსახურა. სადებიუტო ბრძოლა მოვსარ ევლოევის წინააღმდეგ გამართა, რომელსაც ბევრი თვლის რომ მან მოიგო. ინგუშთან მარცხის შემდეგ, ლოპესმა ყველა ბრძოლა დროზე ადრე დაასრულა.
ამჟამად, ლოპესი ქვემსუბუქი წონის დივიზიონში მე-14 პოზიციას იკავებს. ამ წონით კატეგორიაში ის ამომავალ ვარსკვლავად ითვლება და მომავალში ბევრი ჩემპიონობასაც უწინასწარმეტყველებს. ლოპესმა თავისი წონის ჩემპიონის - ილია თოფურიასა და მაქს ჰოლოუეის დაპირისპირების შესახებ ისაუბრა.
ილიასა და მაქს ჰოლოუეის დაპირისპირება ძალიან საინტერესო ბრძოლა იქნება. აქ გავიგებთ თუ როგორ შეუძლია ილიას ჰოლოუეის მოძრაობებს გაუმკლავდეს. მას ძალიან გრძელი წვდომი აქვს და საინტერესო ილია ამას რას მოუხერხებს. ეს ძალიან საინტერესო ბრძოლა იქნება, რადგან ჰოლოუეი დივიზიონში ერთ-ერთი საუკეთესოა.
პროგნოზის გასაკეთებლად ძალიან რთული ბრძოლაა. თოფურიამ ვოლკანოვსკის წინააღმდეგ ის გააკეთა, რასაც ამბობდა. ეს ბევრ მებრძოლს არ შეუძლია. ჰოლოუეის ზურგს დიდი გამოცდილება უმაგრებს. თუ არ ვცდები 31 წლის არის, აქამდე ჩემპიონიც ყოფილა. თავისუფლად შეგვიძლია ვთქვათ, რომ რისთვისაც იბრძოდა ყველაფერი მოიგო. როცა ჩემპიონს უპირისპირდები ფავორიტი ყოველთვის ის არის. თუმცა, თუ მე მკითხავთ, ყველა იმ წლებისა და ბრძოლების გამო, რაც მაქსს გამოვლილი აქვს, ის ილია თოფურიასთან ფავორიტია. - განაცხადა დიეგო ლოპესმა
ილიასა და ჰოლოუეის ბრძოლა ჯერჯერობით ჩანიშნული არ არის. თუმცა, დიდი ალბათობით მალე შეხვდებიან და როგორც თოფურია ამბობს, ეს დაპირისპირება ესპანეთში შედგება. ვინაიდან UFC-მ წელს აშშ-ს გარეთ ყველა ღონისძიება უკვე ჩანიშნა, უნდა ვივარაუდოთ რომ აღნიშნული ბრძოლა 2025 წელს შედგება.