Belive

"დიდი ხანია ისლამი ხაბიბის ჩრდილის ქვეშაა" - დენ ჰუკერი

4 კვირის წინ სხვა
1 წთ

დენ ჰუკერი ამბობს, რომ ისლამ მახაჩევს ორმაგი ჩემპიონობა ხაბიბის ჩრდილიდან გამოსვლის გამო სურს. მისი თქმით, მახაჩევს უნდა ისეთი რამ გააკეთოს, რაც მის გუნდში არავის გაუკეთებია.

მახაჩევი სიდიადისკენ მიისწრაფვის. ის ისეთ რამეს ცდილობს, რისი გაკეთებაც მისი გუნდიდან არავის შეეძლო. ისლამი ძალიან დიდი ხნის განმავლობაში ხაბიბის ჩრდილში იმყოფებოდა. ამიტომ ფიქრობს, როგორ გამოვიდეს ხაბიბის ჩრდილიდან და მას აჯობოს. ზედა წონაში ასვლა და ორგზის ჩემპიონობა ისეთი რამაა, რაც ხაბიბს არასდროს გაუკეთებია. - ამბობს დენ ჰუკერი

შეგახსენებთ, რომ ისლამ მახაჩევი ჯეკ დელა მადალენას დაუპირისპირდება. ეს ბრძოლა ქვესაშუალო წონის საჩემპიონო ქამრისთვის გაიმართება. ჩხუბი 16 ნოემბერს ნიუ-იორკში, MSG-ში შედგება.

რაც შეეხება ჰუკერს, ის 22 ნოემბერს კატარში არმან ცარუკიანს შეხვდება.

სხვა სტატიები