Belive

დევისი/სმოლკინის წყვილმა მსოფლიო ჩემპიონატზე გამოსვლა დაასრულა

1 დღის წინ სხვა
1 წთ

ჩეხეთის დედაქალაქ პრაღაში, ფიგურულ ციგურაობაში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატის ბოლო დღეს, საქართველოს ნაკრების წევრებმა, დიანა დევისმა და გლებ სმოლკინმა, სპორტულ ცეკვებში, თავისუფალი პროგრამა წარადგინეს.

რიტმული ცეკვების შემდეგ, საქართველოს სახელით მოასპარეზე წყვილი, დევისი და სმოლკინი მე-10 ადგილზე იყვნენ - ბოლო გამოსვლაში, რაც თავისუფალ პროგრამას მოიცავდა, მათ 113.31 ქულა დაიმსახურეს, ორი პროგრამის ჯამში კი 198.65 ქულა დააგროვეს. ქართულმა წყვილმა ჩემპიონატი მე-10 ადგილზე დაასრულა.

სპორტულ ცეკვებში მსოფლიო ჩემპიონი, ოლიმპიადის ოქროს მედალოსანი, ფრანგული წყვილი, ლორენს ფურნიე და ჯულამე სიზერონი გახდნენ.