Belive

"დავიჭერდი და ამ პატარა ცხვირს მოვუმტვრევდი" - კონორ მაკგრეგორი

2 თვის წინ სხვა
1 წთ

ილია თოფურიას ძალიან სურდა, რომ კონორ მაკგრეგორთან ეჩხუბა, მაგრამ ქართველი ამ ბრძოლას იმედიანად აღარ უყურებს და ამასთან დაკავშირებით განცხადებაც კი გააკეთა, ამის საპასუხოდ კონორმაც გააკეთა კომენტარი.

ილია თოფურია კონორ მაკგრეგორთან ბრძოლაზე:

ვიცი, რომ ეს ბრძოლა არ იქნება ის, რაც ადრე იქნებოდა. თავად კონორი აღარ არის ის მაკგრეგორი, ვინც მასებს იყოლიებდა. ახლა ის უფრო ნარკოტიკებსა და ალკოჰოლს წარმოადგენს, ვიდრე სპორტს.

მე კონორმა შთამაგონა. მისით აღფრთოვანებული ვიყავი, პატარა ასაკში, მე და ჩემს ნაცნობებს გვინდოდა მის კვალს გავყოლოდით, რადგან ის იყო რწმენის მაგალითი, რომ ყველაფრის მიღწევა შესაძლებელია შრომისმოყვარეობით, შეუპოვრობით და ძალისხმევით. მან ეს დაკარგა, რადგან უღალატა იმ ღირებულებებს, რომლებმაც აქამდე მიიყვანა. - ილია თოფურია

კონორ მაკგრეგორის საპასუხო განცხადება:

დავიჭერდი და ამ პატარა ცხვირს მოვუმტვრევდი. ის არის *. პატარა სულელო, თავს წაგაცლი. პატარა * ტკიპა, ყბას ადგილზე მოგამტვრევ. - კონორ მაკგრეგორი

სხვა სტატიები