Belive

დარჩება თუ არა ძალოსნობა ოლიმპიურ სპორტულ სახეობად | კონგრესი დოჰაში

3 წლის წინ სხვა
2 წთ
საქართველოს ძალოსნობის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი კახი კახიაშვილი და ვიცე პრეზიდენტი დავით ყიფშიძე დოჰაში მიმდინარე ძალოსნობის საერთაშორისო ფედერაციის კონგრესს ესწრებიან, სადაც საერთაშორისო წესდებაში შესატანი ცვლილებების განხილვა-დამტკიცებაში იღებენ მონაწილეობას. ცნობილი ფაქტია, რომ საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი პარიზის ოლიმპიადიდან ძალოსნობის სახეობის ამოღებას გეგმავს და სწორედ ამის გამო დაინიშნა ზემოთხსენებული კონგრესი. TOKYO2020-ის დასრულების შემდეგ პარიზის ოლიმპიადისათვის მოსამზადებელი პერიოდი ფაქტობრივად აქტიურ ფაზაში გადავიდა, რაც თავის თავში ზემოთხსენებული პრობლემების მოგვარებას გულისხმობს. კონგრესის შედეგი ქართული პუბლიკისათვის განსაკუთრებით საინტერესოა, ვინაიდან საქართველოს ძალოსნობაში ბრწყინვალე შედეგები აქვს. გასულ კვირაში საქართველომ ჭაბუკ ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატზე, ჯამში 28 მედალი მოიპოვა, საიდანა 16 უმაღლესი სინჯის, ოქროსი გახლდათ. საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა (IOC) პარიზის 2024 წლის ოლიმპიადისთვის უკვე 40 სპორტული დისციპლინა დაამტკიცა, რომელიც იქნება წარმოდგენილი. საყურადღებოა, რომ მაყურებელი პარიზში ბეისბოლს ვეღარ იხილავს, ძალოსნობისგან განსხვავებით, ბეისბოლის ამოღების ამბავი უკვე გადაწყვეტილია. ორდღიანი საკონსტიტუციო კონგრესი ყატარის დედაქალაქ დოჰაში 29 და 30 აგვისტოს იმართება, კონგრესის მნიშვნელობა ისეთი ფორმულირებითაც შეიძლება იყოს წარმოდგენილი, როგორც ძალოსნობის ისტორიაში ყველაზე მნიშვნელოვანი შეხვედრა, ვინაიდან სწორედ ამ 2 დღის მანძილზე შეიძლება განსაზღვროს დარჩება თუ არა ძალოსნობა ოლიმპიური თამაშების პროგრამაში.

სხვა სტატიები