Belive

დანა უაითი: "ბრძოლის დინამიკა ერთმა დარტყმამ შეცვალა"

10 საათის წინ სხვა
1 წთ

UFC 333-ზე, რომელსაც აბუ დაბიში 'ეტიჰად არენამ' უმასპინძლა, თანამთავარ ბრძოლაში, მერაბ დვალიშვილი პიოტრ იანთან დამარცხდა და საჩემპიონო ქამარი რუსმა სპორტსმენმა დაიტოვა. ეს მერაბისა და იანის ტრილოგიის მესამე ბრძოლა იყო, სადაც პიოტრმა ზედიზედ მეორედ მოახერხა "მანქანის" დამარცხება.

მერაბმა ბრძოლა ძალიან აქტიურად დაიწყო - პირველი და მეორე რაუნდები აშკარად ჯაბნიდა მეტოქეს, თუმცა ბოლო 3 რაუნდში უპირატესობა იანმა გადაიბარა და მსაჯების გადაწყვეტილებით, სწორედ მან დაიტოვა საჩემპიონო რაუნდები. ეს 5-რაუნდიანი დაპირისპირება, ღონისძიების საუკეთესო ბრძოლად დასახელდა, დანა უაითმა კი აღნიშნა, რომ ამ ბრძოლაში გადამწყვეტი მესამე რაუნდში, იანის მიერ შესრულებული ერთი დარტყმა იყო.

გასაგიჟებელია, ისეთი წარმოუდგენელი და შესანიშნავი ბრძოლა იყო. უკეთესის წარმოდგენაც კი შეუძლებელია - მერაბს ნამდვილად არაფერი აქვს სანანებელი, რადგან იმაზე უკეთესად ფიზიკურად ვერ იჩხუბებდა, ვიდრე მან იჩხუბა.

პირველ რაუნდში ვფიქრობდი: ღმერთო ჩემო, მერაბი წარმოუდგენლად სწრაფია, იანი კი თითქოს გაჭედილი. მისი ფეხბურთის (ფეხით მოძრაობის) სტილი და დგომა პირველ რაუნდში ცოტა უცნაურად გამოიყურებოდა. მერე კი, მესამე რაუნდში, იანმა სხეულში (მარცხენა ფეხით) კარგი დარტყმა შეასრულა, რამაც ბრძოლაში დინამიკა და მუხტი აშკარად შეცვალა. - განაცხადა დანა უაითმა

იმის გამო, რომ ეს ბრძოლა საუკეთესოდ დასახელდა, პიოტრ იანიცა და მერაბ დვალიშვილიც, ბონუსის სახით, 100 000 დოლარს მიიღებენ.

სხვა სტატიები