Belive

რუსეთს ცურვის მსოფლიო ჩემპიონატის ჩატარების უფლება ჩამოართვეს

2 წლის წინ სხვა
1 წთ
რუსეთს 2022 წლის ცურვის მსოფლიო ჩემპიონატის ჩატარების უფლება ჩამოართვეს. შეჯიბრის თარიღები ჯერჯერობით იგივე რჩება, "FINA" კი პოტენციურ მასპინძლებთან მოლაპარაკებებს აწარმოებს. ასევე, საერთაშორისო ფედერაციამ გამოძიება დაიწყო ორგზის ოლიმპიური ჩემპიონის - ევგენი რილოვის წინააღმდეგ, რომელიც "ლუჟნიკების" სტადიონზე, ვლადიმერ პუტინის მხარდამჭერ კონცერტს დაესწრო. თავის მხრივ რუსეთის ცურვის ფედერაციამ განაცხადა რომ წლის ბოლომდე არც ერთი რუსი სპორტსმენი აღარ იასპარეზებს ცურვის საერთაშორისო ფედერაციის ეგიდით გამართულ ტურნირებზე. შეგახსენებთ, რომ აღნიშნული ტურნირისთვის, ყაზანის საწყლოსნო სპორტის სახეობათა სასახლეს 17-22 დეკემბერს უნდა ემასპინძლა.