Belive

"ჩვენ ილიასთვისაც ვვარჯიშობთ" - პადი პიმბლეტი

1 დღის წინ სხვა
1 წთ

როგორც პადი პიმბლეტმა განაცხადა, გეიჯისთან მზადების პარალელურად, ილიასაც არ იგდებს თავიდან. ინგლისელის თქმით, თოფურიასთან დაპირისპირება გარდაუვალია და მისი ბრძოლის შესაბამისად გარკვეული საკითხებისთვის ემზადება.

ჩვენ ილიასთვის ვვარჯიშობთ. ხვდები რასაც ვგულისხმობ? რაღაცებს მისთვისაც ვაკეთებთ. შეგვიძლია ცოტა მასზეც ვიფიქროთ. ვიცით, რომ მასთან მოგვიწევს შეხვედრა და ცხადია ის იტყვის, რომ არ იჩხუბებს. - განაცხადა პადი პიმბლეტმა

შეგახსენებთ, რომ პადი პიმბლეტს წინ ჯასტინ გეიჯისთან ჩხუბი ელის. მათი დაპირისპირება მსუბუქი წონის ქამრისთვის იქნება, რომელიც 25 იანვარს გაიმართება. აქვე იმასაც გეტყვით, რომ ამ ბრძოლაში გამარჯვებული ილია თოფურიას შეხვდება.

სხვა სტატიები