Belive

ჩხუბი მეკარეებს შორის | NHL-ში ასეთი რამ 6 წელია არ მომხდარა

1 თვის წინ სხვა
1 წთ

2020 წლის შემდეგ პირველად, NHL-ში, მეკარეებს შორის ხელჩართული ჩხუბი მოხდა. სან ხოსე შარქსისა და ფლორიდა პანტერსის (4:1) შეხვედრაში, მეკარეებმა, სერგეი ბობროვსკიმ და ალექს ნედელკოვიჩმა ბრძოლა გამართეს.

ორ მხარეს შორის დაძაბულობამ პიკს მიაღწია, როცა პანტერსის თავდამსხმელმა ევან როდრიგესმა, სან ხოსეს მცველს, ვინსენტ დეშარნეისს, კარის უკან ძლიერად დაარტყა. ეს მესამე მეოთხედში მოხდა, როცა მასპინძლები უკვე 3:1-ს იგებდნენ - დაძაბულობის დანახვისას, პანტერსის მეკარემ სერგეი ბობროვსკიმ ხელთათმანები გაიძრო და პირდაპირ მოწინააღმდეგის მეკარესთან ჩაერთო ორთაბრძოლაში.