Belive

ჩინეთი ოლიმპიურ სკანდალში გაეხვა - ფრისტაილი ატომურ ელექტროსადგურთან | ფოტო

2 წლის წინ სხვა
3 წთ

2022 წლის ზამთრის ოლიმპიურ თამაშებს ჩინეთის დედაქალაქი პეკინი მასპინძლობს. ზამთრის ოლიმპიური თამაშების ჩინეთში ჩატარებას თავიდანვე უამრავი მოწინააღმდეგე ჰყავდა. სხვადასხვა მიზეზით, რამდენიმე ქვეყნის ლიდერმა საერთასორისო ოლიმპიურ კომიტეტს ლოკაციის შეცვლის თხოვნით მიმართა - რამდენიმე ქვეყნის ლიდერმა კი პეკინის ოლიმპიურ თამაშებს დიპლომატიური ბოიკოტი გამოუცხადა.

მწვავე საზოგადოებრივი კრიტიკის მიუხედავად, ზამთრის ოლიმპიური თამაშები ჩინეთის დედაქალაქ პეკინში ტარდება. მიუხედავად ყველაფრისა, ჩინეთის ხელისუფლებამ სკანდალის თავიდან აცილება მაინც ვერ შეძლო. ფრისტაილისათვის განკუთვნილი ზონა არც მეტი არც ნაკლები ატომური ელექტროსადგურის გვერდითაა მოწყობილი - აღნიშნულმა ფაქტმა სოციალურ ქსელებში ვნებათაღელვა და მწვავე პროტესტი გამოიწვია. აღსანიშნავია, რომ აღნიშნულ ატომურ ელექტროსადგურთან ოლიმპიური პარკის მოწყობა ჩინეთის ხელისუფლებას 2008 წლის ზაფხულის ოლიმპიური თამაშების დროსაც ჰქონდა განზრახული, თუმცა მიმდებარე ტერიტორიის რადიაციული დაბინძურების გამო, ეს შეუძლებელი აღმოჩნდა. ატომურ ელექტროსადგურთან მოწყობილ საშეჯიბრო ზონაში, 18 წლის ეილენ გუ ყველაზე ახალგაზრდა მონაწილე გახდა, რომელმაც ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე, ფრისტაილში ოქროს მედალი მოიპოვა. გუ ამერიკის შეერთებულ შტატებში, კალიფორნიის შტატში, სან ფრანცისკოშია დაბადებული და სპორტული კარიერაც შეერთებულ შტატებში დაიწყო - მას ამერიკელი მამა და ჩინელი დედა ჰყავს. აშშ-სთან მჭიდრო კავშირის მიუხედავად, მოულოდნელად ფრისტაილერმა აშშ-ს სახელით გამოსვლაზე უარი განაცხადა და ოლიმპიურ თამაშებზე ჩინეთის სახელით წარსდგა.

სხვა სტატიები