ჭიდაობის მსოფლიო ფედერაციამ ჩამიზოსა და ბაირამოვის შეხვედრის მსაჯები დასაჯა
ჭიდაობის მსოფლიო ფედერაციის დისციპლინური საბჭოს გადაწყვეტილებით, ჩამიზოსა და ბაირამოვის სკანდალური შეხვედრის მსაჯებსა და დელეგატებს გარკვეული პერიოდით საქმიანობა შეუჩერდათ.
სანქციის მიუხედავად, აზერბაიჯანელი მოჭიდავე გამარჯვებულად რჩება, რადგან ჭიდაობის საერთაშორისო ფედერაციის წესდების 53-ე მუხლის თანახმად, გამარჯვებულის გამოცხადების შემდეგ, ბრძოლის შედეგის შეცვლა არ შეიძლება.
თუმცა, სადისციპლინო პალატამ ჭიდაობის მსოფლიო ფედერაციას სთხოვა, რომ ჩამიზო ოლიმპიადის მომავალ საკვალიფიკაციო ტურნირზე პირველ ნომრად იყოს განთესილი.
მთავარი მსაჯი, რომან პავლოვი და დელეგატი იბრაჰიმ ჩიჩიოღლუ ჭიდაობას 2024 წლის 31 დეკემბრამდე ჩამოაშორეს.
მსაჯ საივანს საქმიანობა 2024 წლის 30 სექტემბრამდე შეუჩერდა, დანარჩენი დელეგატები კი 30 ივნისამდე დაისაჯნენ.
თავისუფალ ჭიდაობაში მსოფლიოს ორგზის ჩემპიონმა, ფრენკ ჩამიზომ, თურან ბაირამოვთან უსამართლო მარცხის შემდეგ, La Repubblica-ს სკანდალური ინტერვიუ მისცა და განაცხადა, რომ შეხვედრამდე წაგებისთვის 300 ათასი დოლარი შესთავაზეს. ბაირამოვთან წაგებას ჩამიზო სოციალურ ქსელშიც გამოეხმაურა და მსაჯებს კორუმპირებული და მოსყიდული ჯგუფი უწოდა.
UWW has made its decision regarding the Frank CHAMIZO 🇮🇹 vs Turan BAYRAMOV 🇦🇿 bout at the European OG Qualifier in Baku
— United World Wrestling (@wrestling) April 23, 2024
Read 👇https://t.co/9RABbb8IjJ