Belive

ჩემპიონი ტამავაში დოჰიოდან პირდაპირ სამშობიაროში წავიდა

5 წლის წინ სხვა
1 წთ
დასრულდა 2019 წლის რიგით პირველი სუმოს სუპერტურნირი - "ჰაცუ ბაშო", სადაც მონაწილეობას იღებდა 3 იოკოძუნა, 3 ოძეკი და მოქმედი ჩემპიონი სეკივაკეს რანგში, თუმცა ყველასთვის მოულოდნელად ჩემპიონი სულ სხვა სეკივაკე გახდა - 34 წლის მებრძოლი ტამავაში, რომელიც ისტორიის განმავლობაში ყველაზე ასაკოვან ჩემპიონთა შორის მეორე ადგილზეა. სეკივაკე ტამავაშისათვის 27 ნოემბერი ოქროს ასოებით არამხოლოდ ჩემპიონობის გამო ჩაეწერება, არამედ მას შვილი შეეძინა და დოჰიოდან ჩამოსვლის შემდეგ გეზი პირდაპირ სამშობიაროსაკენ აიღო!  

სხვა სტატიები