Belive

"ჩემპიონები ტიტულს საუკეთესოს წინააღმდეგ იცავენ" - ისლამ მახაჩევი

3 თვის წინ სხვა
1 წთ

საქართველოს UFC-ს მეორე ჩემპიონი ჰყავს. Sphere-ში გამართულ ორთაბრძოლაში მერაბმა მოქმედი ჩემპიონი შონ ო'მალი დაამარცხა. "მანქანა" 5 რაუნდის განმავლობაში დომინირებდა და ნანატრი ქამარი წელზეც შემოირტყა.

დვალიშვილის მომავალ მეტოქედ უმარ ნურმაგომედოვი განიხილება, რომელიც რეიტინგში მე-2 ადგილს იკავებს. სხვათაშორის, დანა უაითმა განაცხადა, რომ ო'მალისა და მერაბს შორის გამარჯვებულს სწორედ უმარი შეხვდებოდა.

მსუბუქი წონის ჩემპიონმა ისლამ მახაჩევმა მერაბს გამარჯვება მიულოცა და იმედოვნებს, რომ უმართან ბრძოლას თავს არ აარიდებს.

კეთილი იყოს შენი მობრძანება ჩემპიონთა ლიგაში მერაბ! გილოცავ! ერთი სული მაქვს შენი პირველი სატიტულო დაცვა უმარის წინააღმდეგ ვიხილო. ჩემპიონები ასე იქცევიან, საკუთარ ტიტულს საუკეთესოს წინააღმდეგ იცავენ. - წერს ისლამ მახაჩევი

დვალიშვილს არაერთხელ უთქვამს, რომ ნურმაგომედოვი სატიტულო ბრძოლას არ იმსახურებს. მერაბის აზრით, UFC მას საქმეს უადვილებს. ქართველის აზრით, საჩემპიონო შანსს დეივსონ ფიგერედო მეტად იმსახურებს.

სხვა სტატიები