Belive

"ჩემი საყვარელი ქართველი ძიუდოისტი ლიპარტელიანია" - კაილა ჰარისონი

1 თვის წინ სხვა
1 წთ

UFC 300 საბრძოლო ხელოვნებების ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული იქნება. ამ საღამოს ოქტაგონზე 12 ყოფილ ან მოქმედ ჩემპიონს ვიხილავთ. ღონისძიებაზე სამი ქამრისთვის ბრძოლას ვიხილავთ. BMF-ზე გეიჯი და ჰოლოუეი, მინიმალური წონის ტიტულისთვის ჟენგი და ქსიონანი, ხოლო მძიმეწონის ქამრისთვის ალექს პერეირა და ჯამალ ჰილი იბრძოლებენ.

სწორედ UFC 300-ზე იასპარეზებს კაილა ჰარისონი, რომელიც ყოფილი ძიუდოისტია. სხვათაშორის ამერიკელ სპორტსმენს თბილისის გრან პრიც აქვს მოგებული. ჰარისონს პრესკონფერენციაზე ქართველი ძიუდოისტების შესახებ ჰკითხეს და მან თავისი ფავორიტიც გაგვანდო.

ქართველი ძიუდოისტები მხეცები არიან. საქართველოს ნაკრები ძალიან მიყვარს. კარგი ადამიანებიც არიან. როდესაც გრან პრი მოვიგე ჩემი მედალი ერთ პატარა ბიჭს ნიკოს ვაჩუქე. ასეთი ტრადიცია მქონდა, ჩემს ყვავილებსა და ჯილდოებს ბავშვებს ვჩუქნიდი. მაინტერესებს ძიუდოს ისევ თუ მისდევს. ჩემი საყვარელი ქართველი ძიუდოისტი ვარლამ ლიპარტელიანია. - განაცხადა კაილა ჰარისონმა

UFC 300-ზე კაილა ჰარისონის მომავალი მეტოქე ჰოლი ჰოლმსი იქნება. ბრძოლები თბილისის დროით 14 აპრილს 02:00 საათიდან დაიწყება.

სხვა სტატიები