Belive

"ჩემი ქურთუკის დაჭერა ყველაზე ამაღელვებელი რამ იყო მის ცხოვრებაში" - ო'მალი დვალიშვილზე

11 თვის წინ სხვა
1 წთ

MMA-ს სამყაროში "თრეშთოქი" მიღებული პრაქტიკაა. უამრავი მებრძოლი ოპონენტის გამოსაწვევად შეურაცხმყოფელ განცხადებას აკეთებს. გამონაკლისი არც შონ ო'მალია, რომელმაც აღნიშნა, რომ მერაბ დვალიშვილი კარგი მებრძოლია, მაგრამ ამის მიუხედავად ის არავის აინტერესებს.

"მან ძლიერი მეტოქეები დაამარცხა. მერაბი კარგი მებრძოლია, მაგრამ მიუხედავად ამისა, ის არავის აინტერესებს. ყველაზე ამაღელვებელი რამ, რაც მის ცხოვრებაში მომხდარა, დროებით ჩემი ქურთუკის დაჭერაა. მან ჩემი ქურთუკის მსგავსი შეიძინა და სიამოვნებით აცვია. ცდილობს რაც შეიძლება მეტი ინტერვიუ მისცეს", - შონ ო'მალი.

ორგანიზაციის გამორჩეულ ქართველ მებრძოლთან დაპირისპირება, რომელიც ტიტულისთვის ბრძოლის ერთ-ერთ მთავარ კანდიდატად განიხილება, რამდენიმე სახელოვან მებრძოლს სურს. შონ ო'მალი ერთ-ერთი უკანასკნელია, რომელიც დვალიშვილთან ბრძოლას ღიად ითხოვს.

მერაბ დვალიშვილმა მარჯვენა ხელზე ოპერაცია გაიკეთა და რეაბილიტაციას დაახლოებით 3 თვე დასჭირდება. მიმდინარე წლის ბოლოს დვალიშვილი გადაწყვეტს, რამდენად ღირებულია მისთვის ო'მალისთან დაპირისპირება, თუმცა, ეს უკანასკნელი ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ქართველი გამოიწვიოს - ყველაფერი კი ოქტაგონზე მომხდარი ინციდენტით დაიწყო, როდესაც მერაბ დვალიშვილს ხელში შონ ო'მალის ქურთუკი ჩაუვარდა.

სხვა სტატიები