"ჩემი ქამრის უკან დაბრუნება მინდა" - ალექს ვოლკანოვსკი
2 თვის წინ
სხვა
1 წთ
UFC-ის ქვემსუბუქი წონის ჩემპიონმა ალექს ვოლკანოვსკიმ UFC 308-ის მთავარი ბრძოლა განიხილა. როგორც ავსტრალიელი ამბობს მას ილიას გამარჯვება სურს, რადგან ქამრის დაბრუნებას გეგმავს. შეგახსენებთ, რომ ვოლკმა ჩემპიონის ქამარი სწორედ ილია თოფურიასთან დაკარგა.
ძალიან რთულია მაქსს მოარტყა და ჩემი აზრით, ეს ილიას საქმეს გაურთულებს. მას იდეალური პოზიციის შერჩევა მოუწევს, რომ ხელებით დარტყმები განახორციელოს. ილიას ძლიერი დარტყმა აქვს და კარგი გრეპლერიც არის. მაქსს საკმაოდ კარგი თეიქდაუნის დაცვა აქვს და ვფიქრობ, ილია ჭიდაობით წარმატებას ვერ მიაღწევს. თუ გინდათ იცოდეთ მე რა მსურს, რა თქმა უნდა მე რევანში მსურს. ჩემი ქამრის უკან დაბრუნება მინდა. ამ ორიდან ერთის არჩევა თუ მიწევს ეს ილია იქნება, რადგან ჩემი ქამარი უკან მინდა. თუ მაქსი მოიგებს ვფიქრობ, უფრო მეტი შანსი მაქვს რომ სიდნეიში ვიჩხუბო. - განაცხადა ალექს ვოლკანოვსკიმ
შეგახსენებთ, რომ ილიასა და მაქსის ბრძოლა 26 ოქტომბერს შედგება. აღნიშნული დაპირისპირება აბუ დაბიში, "ეტიჰად არენაზე" ჩატარდება. აქვე იმასაც გეტყვით, რომ თოფურიასთვის ეს პირველი ტიტულის დაცვა იქნება.