"ჩემი მიზანია მსოფლიოში საუკეთესოებთან ვიბრძოლო" - ალექსანდრე თოფურია
1 კვირის წინ
სხვა
1 წთ
რამდენიმე საათის წინ, ალექსანდრე თოფურია არიელ ელვანის შოუში იმყოფებოდა. ქართველმა მებრძოლმა რამდენიმე საინტერესო თემაზე ისაუბრა. ყველაზე ყურადსაღები მომენტი კი სეხუდოს მიერ გაკეთებული კომენტარი იყო, რომელზეც ალექსანდრე წარმოდგენა არ ჰქონდა.
ალექსანდრეს ბრძოლის დღეს სეხუდომ დაწერა, რომ მისი ბრძოლით ვერ მოიხიბლა. თუმცა, რამდენიმე დღის შემდეგ, სოციალურ ქსელში დაპოსტა, რომ უფროსი თოფურიას ბრძოლა მოეწონა.
სიმართლე გითხრათ, ეს ყველაფერი ახლა გავიგე. თუ ვინმეს ჩემს შესაზებ რაიმე არ მოსწონს, ეს არ მაბრაზებს. ჩვენ საბრძოლო სპორტში ვართ და ყველას განსხვავებული აზრი აქვს. მთავარი ისაა, რომ აზრი შეიცვალა და ბრძოლა მოეწონა, ამით ბედნიერი ვარ.
ვფიქრობ, მომავალში წონის შეცვლაზე ფიქრი მომიწევს. არ აქვს მნიშვნელობა ილია იქნება თუ არა ქვემსუბუქ წონაში.
ჩემს მომავალ მოწინააღმდეგეზე არაფერი ვიცი, იქნებ სეხუდო. მადლობა ღმერთს მასთან ჩხუბისთვის მზად ვარ. UFC-ში ამისთვის ვარ, რომ TOP ბიჭებს შევხვდე. ჩემი მიზანია მსოფლიოში საუკეთესოებთან ვიბრძოლო. - განაცხადა ალექსანდრე თოფურიამ
შეგახსენებთ, რომ UFC-ში ალექსანდრეს დებიუტი 9 თებერვალს შედგა, სადაც ავსტრალიელი კოლბი სიქნესი დაამარცხა.