"ჩემი დივიზიონი დავიპყარი და სხვა წონაშიც იგივეს გავიმეორებ" - ილია თოფურია
UFC-ის დაუმარცხებელმა ქართველმა ჩემპიონმა, ილია თოფურიამ სოციალურ ქსელში განცხადება გაავრცელა. "ელ მატადორი" წონის შეცვლისა და ქამრის ვაკანტურობის შესახებ საუბრობს და აღნიშნავს, რომ საკუთარი დივიზიონის უკონკურენტო ლიდერია.
საჩემპიონო ქამარი ვაკანტური არ გახდება. წონის შეცვლის გადაწყვეტილება დამოუკიდებლად მივიღე, ისე რომ UFC-სთან აღნიშნულის შესახებ არ მისაუბრია. ორგანიზაციასთან მოლაპარაკება არ მქონია, ამიტომ ჯერ არაფერია გადაწყვეტილი. არსად წასვლას ვაპირებ! ჩემი დივიზიონი უკვე დავიპყარი და სხვა წონაშიც იგივე მოხდება. - ილია თოფურია.
I will not leave the title vacant. The decision to move up to the next category is entirely mine. I haven't had any conversations with the UFC yet, so everything is still to be decided. Stop celebrating because I’m not going anywhere. I have conquered my division and I will do…
— Ilia Topuria (@Topuriailia) December 12, 2024
შეგახსენებთ, "ელ მატადორმა" UFC-ის ქვემსუბუქი წონის ჩემპიონის ქამარი ალექსანდრ ვოლკანოვსკის დანოკაუტების შემდეგ მოიპოვა. UFC 308-ზე, ილია თოფურიამ ორგანიზაციის კიდევ ერთი ლეგენდარული მებრძოლი, მაქს ჰოლოუეი დაანოკაუტა და ქვემსუბუქი წონის საჩემპიონო ქამარი პირველად დაიცვა.