8-10 ივლისს, უნგრეთის დედაქალაქში, ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული ტურნირი, ბუდაპეშტის გრანდ სლემი გაიმართება. საქართველოს ეროვნული ნაკრების მწვრთნელმა – ლაშა გუჯეჯიანმა, ბუდაპეშტის გრანდ სლემისთვის საქართველოს ნაკრების წინასწარი შემადგენლობა დაასახელა. უნგრეთის დედაქალაქში, ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ შეჯიბრზე საქართველოს დროშის ქვეშ 13 სპორტსმენი იჭიდავებს.
თავიდანვე გახდა ცნობილი, რომ უნგრეთის დედაქალაქში, ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ შეჯიბრზე მონაწილეობის მიღებას და საქართველოს დროშის ქვეშ ასპარეზობას გიორგი თუთაშვილი (-66 კგ), ტატო გრიგალაშვილი (-81 კგ) და გურამ თუშიშვილი (+100 კგ) ვერ შეძლებდნენ. ბუდაპეშტის გრანდ სლემს სამივე მათგანი ჩაეხსნა.
უკანასკნელი ცნობების თანახმად, ბუდაპეშტის გრანდ სლემს საქართველოს ქალთა ნაკრების ლიდერი - ეთერ ლიპარტელიანიც ჩაეხსნა. ლიპარტელიანს 57 კგ წონით კატეგორიაში უნდა ეასპარეზა, მაგრამ, ტურნირის განაცხადში მისი გვარი აღარ გვხვდება. აღნიშნულიდან გამომდინარე, ქალთა ნაკრები ბუდაპეშტში მხოლოდ 2 ძიუდოისტით წარსდგება (78 კგ. მარიამ ჭანტურია და +78 კგ. სოფიო სომხიშვილი).