Belive

ბრაიტონთან მატჩის 88-ე წუთზე ობამეიანგი ტუალეტში გავიდა

4 წლის წინ სხვა
1 წთ
პრემიერლიგის მე-15 ტურში "არსენალი" "ბრაიტონს" დაუპირისპირდა და მორიგი მატჩი წააგო. "მეთოფეები" საშინაო არენაზე 1:2 დამარცხდნენ. შეხვედრის მიწურულს საინტერესო შემთხვევა დაფიქსირდა. "არსენალის" კაპიტანი, პიერ-ემერიკ ობამეიანი 88-ე წუთზე ტუალეტში გავიდა და მოედანს ცოტა ხნის შემდეგ დაუბრუნდა. გუნდის დროებითმა მთავარმა მწვრთნელმა, ფრედი ლიუნგბერგმა აღნიშნულზე ისაუბრა: "ვერც კი დავინახე, თუ როგორ დატოვა გაბონელმა მოედანი. ის მაშინ შევნიშნე, როდესაც უკვე თამაშში ბრუნდებოდა." შეგახსენებთ, რომ წინა კვირას გუნდის ხელმძღვანელობამ მთავარი მწვრთნელის პოსტიდან უნაი ემერი დაითხოვა. ესპანელი სპეციალისტი მისმა ასისტენტმა ჩაანაცვლა. "არსენალს" მატჩი ოქტომბრის შემდეგ არ მოუგია.

სხვა სტატიები