betlive Racing Season 2026 - ღონისძიება, რომელიც განსაკუთრებულ სანახაობას გვთავაზობს
ივნისში betlive Racing Season 2026 დაიწყო. ღონისძიების ფარგლებში თბილისში, რუსთავსა და საქართველოს სხვადასხვა ქალაქში, დრიფტისა და დრაგის სერიების პარალულურად, სხვა საინტერესო აქტივობებიც გაიმართება.
დრიფტის სერიების რიგით მეორე ღონისძიებას ფოთმა უმასპინძლა, GDS Park Drift-ის მე-2 ეტაპზე, მონაწილეებსა და სტუმრებს ბევრად მეტი სიახლე დახვდათ! მათ შორის betlive PLAY Fest, უამრავი მაგარი პრიზით, ხოლო დღის ბოლოს TAHA-ს კონცერტი გაიმართა.
ივენთების სერია betlive Racing Season სექტემბრის ბოლომდე გაგრძელდება და ორგანიზატორები იმედოვნებენ, რომ ღონისძიება მონაწილეთა და გულშემატკივართა მოლოდინებს გაამართლებს. ამის საფუძველს კი გასული წლების გამოცდილება იძლევა - betlive Racing Season 2025-ის ფარგლებში ჩატარებული Georgian Drift Series 2025-ის ჩემპიონი გიორგი გრიგალაშვილი გახდა. მეორე ადგილზე 15 წლის დებიუტანტი, ევა ივანოვი გავიდა 324 ქულით, ხოლო მესამე პოზიცია ირაკლი შალიკაშვილმა დაიკავა 306 ქულით. განსხვავებული პრინციპით ტარდება Georgian Drag Racing Series, რომელშიც შეჯიბრების წესები მარტივია - 2 მრბოლელი შუქნიშნის მწვანე ფერზე იძვრება და იმარჯვებს ის, ვინც 402 მეტრში ფინიშის ხაზს პირველი გადაკვეთს. Georgian Drag Racing Series-ში მონაწილეობა შეუძლია ნებისმიერ მსურველს, იქნება ის მოყვარული თუ პროფესიონალი მრბოლელი.
როგორც უკვე აღვნიშნეთ, betlive Racing Season 2026 ივნისში დაიწყო და ორგანიზატორები განსხვავებულ ფორმატს, უამრავ სიახლესა და კიდევ უფრო მეტ ადრენალინს გვპირდებიან. ასე, რომ მომავალ ივენთებზე თქვენს მეგობრებთან და საყვარელ ადამიანებთან ერთად გელოდებით.