Belive

ბერნი ეკლსტოუნი 89 წლის ასაკში შვილს ელოდება

4 წლის წინ სხვა
1 წთ
89 წლის ასაკში, ფორმულა 1-ის ყოფილი ხელმძღვანელი, ბერნი ეკლსტოუნი, მე-4 შვილს ელოდება. ბრიტანელ ბიზნეს მაგნატს წინა 2 ქორწინებიდან 3 ქალიშვილი ჰყავს - მის მეოთხე შვილს, ამჯერად ვაჟს, 65, 35 და 31 წლის დები ეყოლება.
"89 წლის ასაკში, შვილს ისევე ველოდები, როგორც მაშინ, როცა 29-ის ვიყავი," აღნიშნა მან.
ეკლსტოუნის 44 წლის მეუღლის, ფაბიანა ფლოსის განცხადებით, იგი იმედოვნებს, რომ მის შვილს ფორმულა 1-სადმი ინტერესი საერთოდ არ ექნება.
ბერნი ეკლსტოუნი ოქტომბერში 90 წლის იუბილეს იზეიმებს და ამ ასაკს, იგი მამის, ბაბუისა და დიდი ბაბუის სტატუსით შეხვდება.  

სხვა სტატიები