Belive

ბაკურიანში betlive SKI CHAMPIONSHIP გაიმართა

2 თვის წინ სხვა
2 წთ

betlive.com პროფესიონალურ სპორტთან კოლაბორაციის კვალდაკვალ, სამოყვარულო სპორტის განვითარების თანამონაწილეცაა.

აღნიშნულიდან გამომდინარე, 18 თებერვალს, ბაკურიანში (დიდ მიტარბიზე), მამაკაცებსა და ქალებს შორის გიგანტური სლალომის სამოყვარულო ჩემპიონატი “betlive SKI CHAMPIONSHIP“ გაიმართა. რეგისტრაცია 10:00 საათზე, ხოლო ჩემპიონატი 12:00 საათზე დაიწყო.

ქალთა შორის გიგანტური სლალომის სამოყვარულო ჩემპიონატის გამარჯვებული სუსანა გავვა გახდა. მეორე ადგილი ანა მაზმიშვილმა დაიკავა, ხოლო მესამე პოზიციაზე ნატალია გავვა გავიდა. მამაკაცებს შორის, იასონ აბრამაშვილმა პირველობა არავის დაუთმო. მეორე ადგილი დავით გავვამ დაიკავა, მესამე პოზიციას კი დავით თედიაშვილი დასჯერდა.

“betlive SKI CHAMPIONSHIP“-ის გამარჯვებულებს 2000 ლარი, მეორეადგილოსნებს 1500, ხოლო მესამეადგილოსნებს 1000 ლარი ერგოთ.

გიგანტური სლალომი სამთო-სათხილამურო სპორტის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული დისციპლინაა. სლალომის მსაგვად, სპორტსმენებს შეჯიბრება უწევთ თხილამურებით მთიდან სწრაფდაშვებაში მიხვეულ-მოხვეული მარშრუტით, რომელიც საკონტროლო ალმებითაა აღნიშნული. განსხვავება სლალომსა და გიგანტურ სლალომს შორის მხოლოდ ის არის, რომ გიგანტურ სლალომში შეჯიბრებისთვის განკუთვნილი ტრასა ბევრად უფრო გრძელია და ალმებიც უფრო დიდი მანძილითაა ერთმანეთს დაშორებული.

საქართველოში გიგანტური სლალომი ჯერ კიდევ შედარებით ახალი დისციპლინაა, რომელიც თანდათან იმკვიდრებს თავს. წელს, გიგანტური სლალომის მოყვარულებს, betlive.com-მა ბრწყინვალე შესაძლებლობას მისცა - მიეღოთ მონაწილეობა “betlive SKI CHAMPIONSHIP“ - სამოყვარულო სათხილამურო ჩემპიონატზე, რომელიც ბაკურიანში გაიმართა.