ჩეხეთში, ქალაქ რაჩიცეში კანოეს 23-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატი გაიმართა, სადაც გამარჯვებული ქართველი სპორტსმენი ბადრი ყაველაშვილი გახდა.
ბადრიმ კაიაკით 200-მეტრზე გაცურვაში უახლოეს მდევარს 0.09 წამით აჯობა და ოქროს მედალი მოიპოვა.
ასევე ნიჩბოსნობაში მეორე ქართველი სპორტსმენი მარიამ ქერდიყაშვილიც მონაწილეოდა, რომელიც ბრინჯაოს პრიზიორი გახდა.