Belive

აზერბაიჯანის ნაკრები პარიზის ოლიმპიადაზე უძლიერესი შემადგენლობით იასპარეზებს

4 თვის წინ სხვა
1 წთ

27 ივლისი - 3 აგვისტოს პერიოდში, პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე, სტარტს ძიუდო აიღებს.

პარიზის ოლიმპიური თამაშების მოახლოებასთან ერთად, ნელ-ნელა ცნობილი ხდება ნაკრებების სრული შემადგენლობები, რომლითაც ისინი ოლიმპიურ თამაშებზე იასპარეზებენ.

პარიზის ოლიმპიური თამაშებისთვის უკვე ცნობილია საქართველოს, საფრანგეთის, ნეიტრალური დროშის ქვეშ მოასპარეზე ნაკრებების, ყაზახეთის, ტაჯიკეთის, იტალიის, იაპონიის, ისრაელისა და უზბეკეთის ნაკრების შემადგენლობები. სულ ახლახანს კი, აზერბაიჯანის დროშის ქვეშ მოასპარეზე ნაკრების შემადგენლობაც დასახელდა.

შემადგენლობა

კაცები:

60 კგ - ბალაბაი აღაიევი

66 კგ - იასარ ნაჯაფოვი

73 კგ - ჰიდაიატ ჰეიდაროვი

81 კგ - ზელიმ ტკაევი

90 კგ - ელჯან ჰაჯიევი

100 კგ - ზელიმ კოცოევი

+100 კგ - უშანგი კოკაური

ქალები:

48 კგ - ლეილა ალიევა

52 კგ - გულთაჯ მამადალიევა

სხვა სტატიები