დღეს, 14 ივლისს, სტარტი აიღო ბუდაპეშტის გრან პრიმ, სადაც -90, -100 და +100 კილოგრამ წონით კატეგორიები ასპარეზობენ.
მთავარი ძალა საქართველოს ნაკრებს -90 კგ-ში ჰყავს, სადაც ბექა ღვინიაშვილი და ავთანდილ ჭრიკიშვილი გამოდიან. -100 კგ წონით კატეგორიაში ასპარეზობს გიორგი ბერიაშვილი, ხოლო +100 კგ-ში კი ონისე ბუღაძე და გელა ზაალიშვილი.
ავთანდილ ჭრიკიშვილის მეტოქე მესამე რაუნდში წარმოშობით ქართველი, ესპანეთის სახელით მოასპარეზე მსოფლიო ჩემპიონი – ნიკოლოზ შერაზადიშვილი იყო. ორთაბრძოლა ავთანდილ ჭრიკიშვილის მარცხით დასრულდა და იგი ბუდაპეშტის გრან პრის გამოეთიშა