Belive

არმან ცარუკიანს ბრძოლა დენ ჰუკერის წინააღმდეგ ჩაენიშნა

3 თვის წინ სხვა
1 წთ

არმან ცარუკიანისა და დენ ჰუკერის ბრძოლა კატარში მთავარი ჩხუბი იქნება. ეს დაპირისპირება 22 ნოემბერს გაიმართება.

ეს სომეხისთვის ოქტაგონზე პირველი დაბრუნება იქნება მას შემდეგ, რაც UFC 311-ზე საჩემპიონო ჩხუბს ჩაეხსნა. ცარუკიანმა ბოლოს UFC 300-ზე იჩხუბა, სადაც ჩარლზ ოლივეირა დაამარცხა.

რაც შეეხება დენ ჰუკერს, მან ბოლოს 2024 წელს იჩხუბა. მან 17 აგვისტოს მატეუშ გამროტს გადაწყვეტილებით მოუგო.

მიუხედავად იმისა, რომ ცარუკიანი მსუბუქ წონაში პურველი ნომერია, მოსალოდნელი იყო რომ სატიტულო ჩხუბს ვერ მიიღებდა. მახაჩევთან ჩახსნის გამო, დანა უაითი ძალიან გაბრაზებული იყო და ნათლად განაცხადა, რომ არმანს ტიტულამდე კიდევ ერთი ბრძოლა უნდა ჩაეტარებინა.

სხვა სტატიები