ანდრეი დემჩენკო: "პოტენციური მეტოქეებიდან ყველაზე რთული შეგვხვდა, მაგრამ გაძლიერებას ვაპირებთ"
2 წლის წინ
სხვა
1 წთ
"შეიძლება ითქვას რომ სავარაუდო მეტოქეებიდან ყველაზე რთული გუნდი შეგხვდა. ახლახანს გაირკვა, რომ ჩვენი მეტოქე ფინური "კუპსია". ამ გუნდზე ჯერ ბევრი არაფერი ვიცი, გარდა იმისა, რომ შარშან ფინეთის თასი მოიგეს და საკმაოდ კარგ ფეხბურთს თამაშობენ. ჩვენი გუნდი სრულ მზადყოფნაშია, გავაანალიზეთ შარშანდელი შეცდომები და მათ გამოსწორებას შევეცდებით. ევროტურნირებისთვის გაძლიერებას ვგეგმავთ და ამ მხრივ სიახლეები გვექნება. პირველი მატჩი ფინეთში გვაქვს. ამ შეხვედრის შემდეგ უკეთ გავაანალიზებთ მეტოქეს, ჩვენ გუნდში საბრძოლო განწყობაა და ბოლომდე ვეცდებით გამოვიყენოთ საშინაო კედლების ფაქტორი", - თქვა ანდრეი დემჩენკომ.პირველი შეხვედრა ფინეთში 7 ივლისს გაიმართება, ხოლო საპასუხო მატჩი გორში 14 ივლისს შედგება.