ამირან გოგოლაძე ოქტაგონზე ბრუნდება
11 თვის წინ
სხვა
1 წთ
ქართველი MMA-ს მებრძოლი ამირან გოგოლაძე საქმეში ბრუნდება. "სნაიპერი" 2024 წელს მორიგ ბრძოლას ჩაატარებს. ჯერჯერობით მეტოქისა და თარიღის შესახებ ცნობები არ გვაქვს.
მალე ჩემი ბრძოლა ჩაინიშნება. 2024 წლის ნადირობის სეზონი იწყება. - წერს ამირან გოგოლაძე
"ქართველ სნაიპერად" წოდებული მებრძოლი, რომელიც 2023 წლიდან კომპანია betlive.com-ის ამბასადორია M-1 Global-ის ისტორიაში ყველაზე სწრაფი ნოკაუტის ავტორია (10 წმ), გოგოლაძეს კარიერაში 16 გამარჯვება (8 ნოკაუტით) და 3 მარცხი აქვს, OKTAGON MMA-ის ეგიდით მოპოვებული უკანასკნელი ორი გამარჯვებით, ქართველი მებრძოლი რეიტინგში მე-6 პოზიციაზე იმყოფება.