ამერიკის გრან პრი ფერარის ტრიუმფით დასრულდა
ამერიკის შეერთებული შტატების გრან პრის ტრიუმფატორი "ფერარი" და მისი ორივე პილოტი, შარლ ლეკლერი და კარლოს საინსი გახდნენ. პირველობა ლეკლერმა არავის დაუთმო, საინსი მეორე იყო, ხოლო პოდიუმზე მესამე ნომრად "რედ ბულის" მაქს ფერსტაპენი ავიდა.
ყველაზე დაძაბული ბრძოლა მესამე ადგილისთვის გაიმართა. რბოლის ფინალურ ეტაპზე "მაკლარენის" საჭესთან მჯდომმა ლანდო ნორისმა დაძაბულ დუელში ფერსტაპენს გადაუსწრო, თუმცა ამ მანევრის ლეგალურობა მალევე გახდა განხილვის საგანი და ფერარის რადიოში პროტესტმაც გაიჟღერა. ფერსტაპენმა განაცხადა, რომ ნორისმა მან ტრასის ფარგლებს გარედან გაუსწრო და საზღვრები გადაკვეთა. საბოლოოდ ნორისმა 5-წამიანი ჯარიმა მიიღო უპირატესობის წესების დარღვევით მოპოვებისთვის და მესამეზე ნიდერლანდელი პილოტი გავიდა.
ლუის ჰამილტონმა ბოლიდი ვერ დაიმორჩილა და ტრასიდან გადავიდა, მან რბოლის გაგრძელება ვეღარ შეძლო, ეს იყო პირველი შემთხვევა მის კარიერაში, როცა ოსტინის გრან პრის ფინიშის ხაზი ვერ გადაკვეთა. მისმა თანაგუნდელმა, ჯორჯ რასელმა მე-6 ადგილი დაიკავა.
Lewis Hamilton has NEVER not finished a race in the United States until today 😬 pic.twitter.com/QWsrmw41zx
— ESPN F1 (@ESPNF1) October 20, 2024
საბოლოოდ, ლეკლერმა 56 წრე 1:35:09-ში დაფარა, საინსი მას 8 წამით ჩამორჩა, ფერსტაპენი კი 19-ით. შემდეგ რბოლას 25-27 ოქტომბერს მექსიკა უმასპინძლებს. სეზონის დასრულებამდე ჯერ კიდევ 5 რბოლაა დარჩენილი, თუმცა მოპოვებული ქულების რაოდენობით უკვე ცხადია, რომ ჩემპიონი მაქს ფერსტაპენი გახდება.
Who gave Fred the champagne… again?! 😅 #USGP 🇺🇸 #F1 pic.twitter.com/kn9fNzuVYM
— Scuderia Ferrari HP (@ScuderiaFerrari) October 20, 2024