"ამ ეტაპზე ილიას და ისლამის ბრძოლა არც ისე დიდია" - ჩელ სონენი
1 კვირის წინ
სხვა
1 წთ
საკუთარ YouTube არხზე საუბრისას ჩელ სონენმა აღნიშნა, რომ ილიას და ისლამის ჩხუბი ახლა საინტერესო არ არის. როგორც ყოფილი მებრძოლი ამობს, იმისათვის რომ ეს ჩხუბი საინტერესო გახდეს, თოფურიამ ჯერ ოლივეირა უნდა დაამარცხოს.
თოფურია-მახაჩევის ბრძოლა სულ სხვა იქნება თუ ილია ჯერ ჩარლზ ოლივეირას დაამარცხებს. თუმცა, ახლა ეს ყველაზე დიდი ბრძოლა არ იქნება. 2025 წლის ყველაზე დიდი ჩხუბი ჯონსი-ასპინალი იქნება. - განაცხადა ჩელ სონენმა
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე კვირის წინ სონენმა დაახლოებით იგივე რამ განაცხადა. მისი თქმით, ილია ამერიკაში არც ისე დიდი ვარსკვლავი და მახაჩევთან მისი ჩხუბი არც ისე დიდი მოვლენა იქნება.