"ამ ბრძოლაში მერაბისკენ ვიხრები" - შონ სტრიკლენდი
3 თვის წინ
სხვა
1 წთ
UFC 306-ზე სუპერმსუბუქი წონის ქამრისთვის ერთმანეთს მერაბ დვალიშვილი და შონ ო'მალი დაუპირისპირდებიან. ეს ბრძოლა ორ რადიკალურად განსხვავებულ ათლეტს შორის შედგება. მერაბი მოჭიდავეა, რომელიც არასდროს იღლება. შონი კი შესანიშნავი კრივის პატრონია, რომელსაც მეტოქეების გათიშვა არ უჭირს.
სწორედ ამის გამო გულშემატკივრებს, ექსპერტებს და სპორტსმენებსაც ამ ბრძოლის გამარჯვებულის დასახელება ძალიან უჭირთ. საინტერესოა, რომ საშუალო წონის ყოფილმა ჩემპიონმა აღნიშნულ ჩხუბში გამარჯვებულად მერაბი დაასახელა.
ძალიან მაგარი ბრძოლა იქნება. მერაბს რაღაც სხვა დონის გული აქვს, დაუღალავად ვარჯიშობს. შონ ო'მალის შესანიშნავ სტრაიკინგს უყურადღებოდ ვერ დავტოვებთ. ჩემი აზრით, მერაბს ისეთი ხასიათი აქვს, რომ საქმე ბოლომდე უნდა მიიყვანოს. მე სწორედ მერაბისკენ ვიხრები. - განაცხადა შონ სტრიკლენდმა
შეგახსენებთ, რომ მერაბისა და შონ ო'მალის ბრძოლა თბილისის დროით 15 სექტემბერს, გამთენიისას გაიმართება. იმ შემთხვევაში თუ დვალიშვილი ო'მალის დაამარცხებს, UFC-ში მეორე ქართველი ჩემპიონი გვეყოლება.