Belive

All Star-ის ფორმატი შეიცვალა - NBA-ის ინიციატივა კობის პატივსაცემად

4 წლის წინ სხვა
2 წთ
ნაციონალურმა საკალათბურთო ასოციაცია NBA-მ მაყურებლის მეტად ჩართულობისთვის 2020 წლის All Star-ის ფორმატი შეიცვალა. განახლებულ All Star-ს საქველმოქმედო კუთხით დიდი დატვირთვა ექნება და ყოველი მეოთხედის შემდეგ, კონკრეტულ ორგანიზაციებში თანხა გადაირიცხება. ასევე აღსანიშნავია, რომ მე-4 მეოთხედისას დაინერგება სიახლეები, ლეგენდარული კობი ბრაიანტის პატივსაცემად. NBA-ის All Star-ის 69-ე გათამაშებაში ლებრონისა და იანისის გუნდები პირველ 3 მეოთხედში ისე შეეჯიბრებიან ერთმანეთს, რომ თითოეულის დაწყებისას შედეგი ანულირებული იქნება. კალათბურთელები პარკეტზე კვლავ 12 წუთს გაატარებენ. ბოლო მეოთხედში დრო გაჩერდება, გამარჯვებული კი ის გუნდი გახდება, რომელიც წინასწარ განსაზღვრულ რიცხვს მიაღწევს. სამი მეოთხედის შემდეგ, რომელი გუნდიც იქნება წინ ჯამურად, იმ გუნდის შედეგს 24 ქულა დაემატება კობის საპატივცემულოდ. მაგალითად, თუ 3 პერიოდის შემდეგ ჯამური ანგარიშია 100-95, თამაში იქნება 124-მდე და ის გუნდი მოიგებს, რომელიც პირველი მიაღწევს 124 ქულიან ნიშნულს. 2020 წლის All Star-ის დროს საქველმოქმედო ორგანიზაციებში მილიონი დოლარი გადაირიცხება. თითოეული გუნდის კაპიტანი აირჩევს კონკრეტულ კომპანიას, რომელსაც რომელიმე მეოთხედის მოგების შემდეგ, ასიციაციის მიერ გამოყოფილ 100 000 დოლარს გადაურიცხავს. თამაშში საბოლოოდ გამარჯვებული გუნდი იმავეს გააკეთებს, თუმცა ამჯერად თანხა 2-ჯერ მეტი იქნება - 200 000 დოლარი. იმ შემთხვევაში, თუ პირველი, მეორე ან მესამე მეოთხედი ფრედ დასრულდება, აღნიშნული თანხა მომდევნო მეოთხედებისთვის გადანაწილდება. 2020 წლის All Star-ი 14 თებერვალს, ჩიკაგოში გაიმართება, რომელიც 200-ზე მეტ ქვეყანაში გადაიცემა.

სხვა სტატიები