Belive

ალექსანდრე თოფურიამ UFC-სთან კონტრაქტს ხელი მოაწერა

6 თვის წინ სხვა
1 წთ

ესპანურ მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ილია თოფურიას ძმა ალექსანდრე თოფურია UFC-ში იბრძოლებს. აღნიშნული ინფორმაცია ილიამ ENRIQUE GIMENO MMA-სთან საუბრისას დაადასტურა. როგორც ცნობილია, ალექსანდრემ ყველაზე პრესტიჟულ პრომოუშენთან კონტრაქტს ხელი უკვე მოაწერა.

რამდენიმე დღის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ თოფურია UFC-ის ღონისძიებას ესპანეთში ჩაიტანდა. მალევე დაიწერა, რომ ესპანეთიდან იმავე საღამოს კიდევ ერთი მებრძოლი იასპარეზებდა. სხვადასხვა MMA-ს გვერდებმა დაწერეს, რომ ეს მებრძოლი ალექსანდრე თოფურია იქნებოდა. ილიამ საკუთარი ძმის კანდიდატურა დანა უაითს თავად წარუდგინა.

ეს ყველაფერი კიდევ ამტკიცებს იმ ეჭვებს, რომ თოფურია-ვოლკანოვსკის დაპირისპირებას ესპანეთი უმასპინძლებს.

სხვა სტატიები