Belive

აკი ბაშო - ბანძუკე ცნობილია!

3 წლის წინ სხვა
1 წთ
იაპონიის სუმოს ასოციაციამ სექტემბერში ჩასატარებელი აკი ბაშოსთვის განახლებული ბანძუკე, ანუ რეიტინგი წარმოადგინა. არაფერი შეცვლილა იოკოძუნებისა და ოძეკების შემადგენლობაში, აი რაც შეეხება სეკივაკეებს აქ სამი რიკიშია წარმოდგენილი - შოდაისა და მიტაკეუმის ივლისში შესანიშნავად მოასპარეზე (ბალანსი 11-4) დაიეიშო დაემატა. კომუსუბის წოდება დაიბრუნა ენდომ, ხოლო ბაშოს გამარჯვებული ექს-ოძეკი ტერუნოფუჯი, რომელიც მე-17 მაეგაშირა გახლდათ, ჰირამაკუს სათავეში ჩაუდგება და პირველი მაეგაშირას რანგს მოირგებს, ასევე პირველი მაეგაშირა იქნება ტაკანოშო. ჩვენთვის ყველაზე საინტერესო, ქართველი გოლიათის, ტოჩინოშინის მდგომარეობაა. ლევან გორგაძემ ივლისის ბაშო ბრწყინვალედ ჩაატარა და სერიოზული წინსვლა განიცადა, იგი მე-4 მაეგაშირა იქნება. მაკუუჩი დივიზიონს დაუბრუნა იჩინოჯო, რომელიც მე-17 მაეგაშირა იქნება, ასევე ჯურიოდან დაწინაურდნენ ჰოშორიუ, ტობიძარუ, მეისეი და კიოკუტაისეი. ჯურიოს დივიზიონში დაქვეითდა და პირველი ნომერი იქნება იკიოი, რომელმაც ივლისში 3-12-ზე ბალანსი დააფიქსირა. რაც შეეხება გაგამარუს, ის კიდევ უფრო დაქვეითდა და ამჟამად სანდანმეს 85-ე ნომერი იქნება. აკი ბაშო 13-27 სექტემბერს, ტოკიოს რიოგოკუ კოკუგიკანის ცენტრში გაიმართება.

სხვა სტატიები