Belive

"ახლა მასზე გაბრაზება გამიჭირდება, მაგრამ მომიწევს" - დვალიშვილი იანზე

1 თვის წინ სხვა
1 წთ

მერაბ დვალიშვილი ჩემპიონის ქამარს კიდევ ერთხელ დაიცავს. როგორც იცით, 6 დეკემბერს მერაბი პიოტრ იანს უნდა შეხვდეს. სწორედ ამ ბრძოლასთან დაკავშირებით "მანქანამ" პოლ ფელდერისა და მაიკლ ბისპინგის შეკითხვებს უპასუხა.

პიოტრ იანთან პირველი ბრძოლა ჩემთვის სტრესული იყო და ვნერვიულობდი. ახლა მეტად ჩამოყალიბებული ვარ. ახლა თავს კომფორტულად ვგრძნობს, მაგრამ არ მინდა ზედმეტი მომივიდეს. ვიცი იანი გარკვეულ საკითხებს გამოასწორებს. პირველ ბრძოლაში ყველაზე დიდი შეცდომაც, რაც დაუშვა ჩემი უპატივცემულობა იყო. ყველაფერი რაშიც მასზე უკეთესი ვიყავი, ახლა გამოსწორებული ექნება და მომიწევს ჩემი თავის უკეთესი ვერსია ვიყო.

პირველ ჩხუბში ჩვენი დაპირისპირება ორგანული იყო. ეს ბიჭი არ მომწონდა, რადგან ბულერი იყო, ჩემი და ჩემი მეგობრის მიმართ სისულელეებს ლაპარაკობდა. მასთან მოგების შემდეგ, ყველა ბრძოლაში ვგულშემატკივრობდი. ახლა რაღაცები შეიცვალა. ის კარგი მებრძოლია, კარგი მამაც და ამის გამო პატივს ვცემ. ახლა მასზე გაბრაზება გამიჭირდება, მაგრამ მომიწევს. - განაცხადა მერაბ დვალიშვილმა

შეგახსენებთ, რომ მერაბისთვის ეს ჩხუბი შესაძლოა რეკორდული გამოდგეს. იმ შემთხვევაში თუ იანს დაამარცხებს, ეს 2025 წელს მე-4 საჩემპიონო გამარჯვება იქნება. დვალიშვილი პირველი მებრძოლი გახდება, რომელმაც UFC-ში ჩემპიონის ტიტული ერთ კალენდარულ წელში 4-ჯერ დაიცვა.

სხვა სტატიები