Belive

ახალგაზრდებში მსოფლიო რეკორდსმენი სპორტს 4 წლით ჩამოაშორეს

1 კვირის წინ სხვა
1 წთ

100 მეტრზე ახალგაზრდულ რბენაში მსოფლიო რეკორდსმენს, ისამ ასინგას, ოთხი წლით დისკვალიფიკაცია ძალაში დაუტოვეს.

სპორტის არბიტრაჟის სასამართლომ (CAS) სპორტსმენის არგუმენტები არ გაითვალისწინა. სურინამელ სპრინტერს, 2023 წელს, სხეულში აკრძალული ნივთიერება GW1516 აღმოუჩინეს. 2024 წელს ის დისკვალიფიკაციით დაისაჯა, თუმცა გადაწყვეტილება სასამართლოში გაასაჩივრა. ​​ასინგამ სცადა დაემტკიცებინა, რომ დოპინგი მის ორგანიზმში Gatorade-ის საღეჭი რეზინის მეშვეობით მოხვდა, რომელიც მას ლოს ანჯელესში, Gatorade-ის წლის სპორტსმენის ჯილდოს მოგებისთვის გადაეცა.

20 წლის სპორტსმენის თქმით, მას განზრახ არასდროს მიუღია დოპინგი, თუმცა CAS-მა, ალბათობების ბალანსის გათვალისწინებით, დადგინდა, რომ ასინგამ ვერ შეძლო თავის გამართლება.

2023 წელს, ასინგამ 20 წლამდე ასაკის სპორტსმენებს შორის, 100 მეტრზე რბენაში მსოფლიო რეკორდი დაამყარა. სამხრეთ ამერიკის ჩემპიონატზე მან დისტანცია 9.89 წამში გაირბინა, თუმცა ახლა ეს შედეგი გაუქმებულია.