Belive

ადესანიასთან მარცხის შემდეგ პერეირა განცხადებას ავრცელებს

1 წლის წინ სხვა
1 წთ

მაიამიში გამართული UFC 287 საკმაოდ სანახაობრივი გამოდგა. გარდა იმისა, რომ მაყურებელმა ხორხე მასვიდალი ოქტაგონზე ბოლოჯერ იხილა, გულშემატკივარი UFC-ში ალექს პერეირას პირველ მარცხსაც შეესწრო. ბრაზილიელი მებრძოლი ისრაელ ადესანიას წინააღმდეგ დამარცხდა და "იზიმ" საჩემპიონო ქამარი დაიბრუნა.

მათი დაპირისპირება საკმაოდ დიდ ინტერესს იწვევდა, ვინაიდან ეს ორი მებრძოლი აქამდე მრავალჯერ შეხვედრიან. პერეირა ერთადერთი იყო ვინც კიკბოქსინგში ადესანია ორჯერ დაანოკაუტა. UFC-ში გადმოსვლისას სწორედ ბრაზილიელი იყო ის, რომელმაც ისრაელს ქამარი წაართვა.

მარცხის შემდეგ, ყოფილმა ჩემპიონმა საკუთარი სოციალური ქსელის საშუალებით განცხადება გაავრცელა:

"მინდა გითხრათ, რომ თავს კარგად ვგრძნობ! მადლობას ვუხდი ჩემს ოჯახს, გუნდს და ყველას ვინც მე მგულშემატკივრობდა. ახლა უნდა დავისვენო და გავაგრძელო ჩემი გეგმების განხორციელება." - წერს ალექს პერეირა.

გულშემატკივრის მაღალი ინტერესიდან გამომდინარე, დიდია იმის ალბათობა, რომ პერეირა-ადესანიას ბრძოლა კიდევ ერთხელ შედგება. ჯერჯერობით, დანა უაითს ამ თემასთან დაკავშირებით განცხადება არ გაუვრცელებია.

სხვა სტატიები