Belive

9 წლის შემდეგ შესაძლოა ჰარუ ბაშო კიდევ ერთხელ გაუქმდეს

4 წლის წინ სხვა
2 წთ
წელიწადის განმავლობაში პროფესიონალურ სუმოში 6 ბაშო ტარდება, ესენია - იანვრის (ჰაცუ), მარტის (ჰარუ), მაისის (ნაცუ), ივლისის (ნაგოია), სექტემბრისა (აკი) და ნოემბრის (კიუშუ) სუპერტურნირები.
ბოლო წლების განმავლობაში ბაშოს გადადების ან არ ჩატარების რისკი მხოლოდ ერთხელ დადგა, ეს იყო 2011 წლის მარტში, მაშინ როდესაც ცუნამის გამო ატომური ელექტროსადგური დაზიანდა და იაპონელი ერი უდიდესი პრობლემის წინაშე იდგა. 9 წლის შემდეგ კვლავ დადგა საფრთხე იმისა, რომ ბაშო არ ჩატარდეს, ამის მიზეზი კი მსოფლიოს ამჟამინდელი მთავარი პრობლემა - "კორონავირუსია". უახლესი ინფორმაციის თანახმად იაპონიაში "კორონავირუსის" 189 შემთხვევაა დაფიქსირებული, რაც სახელმწიფოში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების რეალურ საფუძველს იძლევა. იაპონურ პრესაზე დაყრდნობით ამჟამად მარტის სუპერტურნირთან დაკავშირებით ორი ვარიანტი განიხილება - ჩატარდება მაყურებლების გარეშე ან გაუქმდება. შესაძლოა, მდგომარეობის გაუმჯობესების ხარჯზე ბაშო სრულფასოვნადაც ჩატარდეს, თუმცა ამასთან დაკავშირებით ჯერ არც საფუძველი და არც მოსაზრება არ არის. აქვე გეტყვით, რომ ორშაბათიდან იაპონიის ყველა სკოლაში სასწავლო პროცესი დროებით წყდება. წლის რიგით მეორე სუპერტურნირს - მარტის ანუ ჰარუ ბაშოს, ქალაქი ოსაკა მასპინძლობს, სადაც წესით და რიგით შეჯიბრი 8 მარტიდან აიღებს სტარტს და 15 დღის განმავლობაში გაიმართება. რამდენიმე დღის წინ იაპონური სუმოს ასოციაციის მიერ განახლებული ბანძუკე ანუ რეიტინგი გამოქვეყნდა. იმ შემთხვევაში თუ ჰარუ ბაშო ჩატარდება, Live.ge პირდაპირ რეპორტაჟებს Georgian Sport • ქართული სპორტის ფეისბუქ გვერდზე, ტრადიციულად, ქართული კომენტირებით შემოგთავაზებთ.

სხვა სტატიები