9 სპორტსმენით ოლიმპიადაზე - ესპანეთის ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
27 ივლისი - 3 აგვისტოს პერიოდში, პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე, სტარტს ძიუდო აიღებს.
პარიზის ოლიმპიური თამაშების მოახლოებასთან ერთად, ნელ-ნელა ცნობილი ხდება ნაკრებების სრული შემადგენლობები, რომლითაც ოლიმპიურ თამაშებზე იასპარეზებენ.
პარიზის ოლიმპიური თამაშებისთვის უკვე ცნობილია საქართველოს, საფრანგეთის, ნეიტრალური დროშის ქვეშ მოასპარეზე ნაკრებების, ყაზახეთის, ტაჯიკეთის, იტალიის, იაპონიის, ისრაელის, აზერბაიჯანისა და უზბეკეთის ნაკრების შემადგენლობები. სულ ახლახანს კი, ესპანეთის დროშის ქვეშ მოასპარეზე ნაკრების შემადგენლობაც დასახელდა.
შემადგენლობა
კაცები:
60 კგ - ფრანცისკო გარიგოსი
66 კგ - დავიდ გარსია ტორნე
73 კგ - სალვადორ კასეს როხა
90 კგ - ტატო მოსახლიშვილი
100 კგ - ნიკოლოზ შერაზადიშვილი
ქალები:
48 კგ - ლაურა აბელანდა მარტინესი
52 კგ - არიანე ტორო სოლერი
63 კგ - კრისტინა კაბანა პერესი
-70 კგ - აი ცუნოდა