Belive

"9 დღეში საკუთარი ტყუილების გამო ყველა გამოაშკარავდება" - მახაჩევის მენეჯერი

8 საათის წინ სხვა
1 წთ

რამდენიმე დღის წინ, დანა უაითმა თეთრი სახლის ბრძოლები ოფიციალურად წარადგინა. ამ საღამოს მთავარი ჩხუბი ილია თოფურიასა და ჯასტინ გეიჯის შორის შედგება. თუმცა, სოციალურ ქსელში ვრცელდებოდა ჭორები, რომ თავიდან UFC ილიას და ისლამის ჩხუბს გეგმავდა.

მოგვიანებით ილიას მიერ გამოქვეყნებული ტვიტით მივხვდით, რომ ეს გეგმა რეალურად არსებობდა. "მატადორმა" საკუთარ პოსტში ისლამ მახაჩევის მენეჯერს მახინჯი უწოდა. ალი აბდელაზიზი ქართველის სიტყვებს გამოუეხმაურა და თქვა, რომ ტყუილების გამო საკადრის პასუხს მიიღებს.

ახლა რამადანის წმინდა თვეა და ყველას მიეტევება. თუმცა, 9 დღეში საკუთარი ტყუილების გამო ყველა გამოაშკარავდება.

ერთადერთი რაც შემიძლია გითხრათ, დანა 100%-ით მართალი იყო, როდესაც ამბობდა რომ ეს პატარა ბიჭი საუბარში არც კი ჩართულა - განაცხადა ალი აბდელაზიზმა

შეგახსენებთ, რომ თოფურიას მეტოქე თეთრ სახლში ჯასტინ გეიჯი იქნება. ბრძოლა 15 ივნისს გაიმართება და მსუბუქი წონის უდავო ჩემპიონის ვინაობას გამოავლენს.

სხვა სტატიები