Belive

ილიჩიჩი საუკეთესოდ დაასახელეს

4 წლის წინ სხვა
1 წთ
ჩემპიონთა ლიგის საპასუხო მერვედფინალური მატჩების პირველი კვირის საუკეთესო ფეხბურთელად "ატალანტას" გამოცდილი თავდამსხმელი იოსიპ ილიჩიჩი დასახელდა. 32 წლის ფორვარდმა "ვალენსიასთან" 4:3 მოგებულ შეხვედრაში პოკერი შეასრულა და პირველი ფეხბურთელი გახდა, რომელმაც ამ ტურნირის ფლეი-ოფის ისტორიაში სტუმრად 4 გოლის გატანა მოახერხა. გამოკითხვაში სლოვენიელმა მარსელ საბიტზერი ("ლაიპციგი"), ხუან ბერნატი ("პსჟ") და იან ობლაკი ("ატლეტიკო") დაამარცხა.

სხვა სტატიები