Belive

6.29 მეტრი - დუპლანტისმა მორიგი რეკორდი დაამყარა

3 თვის წინ სხვა
1 წთ

მონდო დუპლანტისმა ეს კიდევ ერთხელ მოახერხა - შვედმა ჭოკით მხტომელმა ბუდაპეშტში მიმდინარე მემორიალურ ტურნირზე, 6.29 მეტრიანი ნახტომი შეასრულა და მსოფლიო რეკორდი დაამყარა.

აღსანიშნავია, რომ 2-გზის ოლიმპიურმა ჩემპიონმა საკუთარი საუკეთესო მაჩვენებელი (6.28 მეტრი) გააუმჯობესა და პროფესიონალურ კარიერაში მე-13 რეკორდის ავტორი გახდა.

ძალიან მინდოდა, რომ დღეს სარეკორდო ნახტომი შემესრულებინა. ამისთვის ძალისხმევა არ დავიშურე და უბედნიერესი ვარ, რომ შევძელი. - არმანდ დუპლანტისი.

ბუდაპეშტის ტურნირზე მოპოვებული სარეკორდო გამარჯვება იმ გარემოებითაცაა განსაკუთრებული, რომ დუპლანტისმა ზედიზედ 32-ე შეჯიბრი მოიგო. უკანასკნელი მარცხი მან 2 წლის წინ განიცადა.

სხვა სტატიები