Belive

6 წლის ბიჭი რომელმაც და ნაგაზისგან გადაარჩინა, მსოფლიო კრივის საბჭომ საპატიო მსოფლიო ჩემპიონის ტიტული მიანიჭა

3 წლის წინ სხვა
1 წთ
აშშ-ში, უაიომინგის შტატში, ექვსი წლის ბიჭი, ბრიჯერ უოკერი გადაეფარა დას, რომელსაც გერმანული ნაგაზი დაესხა თავს. 9 ივლისს, როდესაც 1 წლის გერმანულმა ნაგაზმა უოკერის 4 წლის დაზე გადაწყვიტა თავდასხმა, ის დას გადაეფარა, რა დროსაც ძაღლისგან არაერთი დაზიანება მიიღო. ორსაათიანი ოპერაციის განმავლობაში ბრიჯერს სახეზე 90 ნაკერი დაადეს. აღნიშნულ ფაქტს გამოეხმაურა მსოფლიო კრივის საბჭო (WBC), რომელმაც 6 წლის გმირ ძმას საპატიო მსოფლიო ჩემპიონის წოდება მიანიჭა.
"ჩვენ გვაქვს პატივი, რომ ბრიჯერი საპატიო მსოფლიო ჩემპიონად დავასახელოთ მისი გმირული საქციელის გამო, რომელიც გამოხატავს ადამიანების უმაღლეს ღირებულებებს. შენ გმირი ხარ, უოკერ!" - წერია WCB-ს განცხადებაში

სხვა სტატიები