Belive

"მერაბთან 5-რაუნდიან ბრძოლაში ო'მალი ვერ გადარჩება" - 'პაჩი' მიქსი

9 თვის წინ სხვა
1 წთ

Bellator-ის ჩემპიონი პატრიკ "პაჩი" მიქსი თავს საუკეთესო სუპერმსუბუქი წონის მებრძოლად თვლის. მას კარიერაში 20 ბრძოლა აქვს ჩატარებული, საიდანაც 19 მოიგო და მხოლოდ ერთხელ დამარცხდა. "პაჩიმ" აღნიშნული მარცხი 4 წლის წინ განიცადა. მხოლოდ იმიტომ, რომ ის UFC-ში არ ასპარეზობს მისი პოპულარობა არც ისე მაღალია.

მიქსი საკუთარ ძალებში საკმაოდ თავდაჯერებულია. როგორც ზემოთ ვახსენე, თავს საუკეთესოდ მიიჩნევს. აღსანიშნავია, რომ "პაჩი" მის დონესთან ყველაზე ახლო მებრძოლად მერაბ დვალიშვილს მიიჩნევს. პატრიკმა მერაბისა და ო'მალის მოსალოდნელ ბრძოლაზე ისაუბრა.

ვფიქრობ, მისი კარდიოს გამო ამ ბრძოლაში მერაბი ფავორიტია. თუმცა, ო'მალის არსენალში რამდენიმე სახიფათო ილეთი აქვს, რომელიც დაბალი მოწინააღმდეგისთვის საკმაოდ საშიშია. ეს არის მუხლი, აფერქათი, პირდაპირი და ზოგადად კარგი კრივი. მერაბმა აჩვენა, რომ მოწინააღმდეგისთვის ზიანის მიყენება შეუძლია, იმ შემთხვევაში თუ კრივს გადაწყვეტს. ვფიქრობ, რომ დვალიშვილი საკმარისად მაგარია იმისთვის, რომ ო'მალის ცეცხლს გაუძლოს. ბევრი ამბობს, რომ მერაბი გადაწყვეტილებით მოიგებს. მე ვთვლი, რომ ო'მალი 5-რაუნდიანი მებრძოლი არ არის. 5-რაუნდიან ბრძოლაში მერაბთან ო'მალი ვერ გადარჩება. ვფიქრობ, დვალიშვილის მას დააფინიშებს. - განაცხადა მიქსმა

"პაჩი" მის მომავალ ბრძოლას დღეს გამართავს, სადაც საკუთარ საჩემპიონო ქამარს დაიცავს. მისი მოწინააღმდეგე რუსეთის სახელით მოასპარეზე მაგომედ მაგომედოვი იქნება.

რაც შეეხება მერაბსა და შონს. მათი ჩხუბი დიდი ალბათობით UFC 306-ზე გაიმართება. როგორც დანა უაითი ამბობს, ეს ჩხუბი ლას ვეგასში, Sphere-ში გაიმართება.

სხვა სტატიები